ისარგებლებთ თუ არა აუზითა და „შვედური მაგიდით“ საქართველოს სასტუმროებში

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ზოგადად აკრძალულია სასტუმროებში „შვედური მაგიდა“. თუმცა, სექტორის თხოვნა ამასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა ხელისუფლებამ,“ - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

„წარმოიდგინეთ დიდი სასტუმროებისთვის, სადაც 200-300 სტუმარია, რამდენად რთულია ე.წ. შვედური მაგიდის გარეშე მომსახურება. შესაბამისად, გადაწყდა რომ შვედური მანქანა იქნება, მაგრამ ცოტა სხვანაირ სტილში. ადამიანი ვეღარ შეძლებს მივიდეს და თვითონ აიღოს რაც მოუნდება. იქნება დამცავი ზონა, რომლის უკანაც დგას პერსონალი, სტუმარი მიუთითებს თუ რა უნდა და პერსონალი მიაწვდის. ანუ სტუმარს აღარ ექნება შესაძლებლობა თვითონ შეეხოს ჭიქას, თეფშს, დანას, ჩანგალს და ა.შ.

რაც შეეხება, აუზს, რეკომენდაციებზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეზლონგებს შორის იქნება 2 მეტრიანი დაშორება, ყოველი სტუმრის შემდეგ დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით, ასევე მოგვცეს აუზის წყლის ნორმები, რის მიხედვითაც წყლის შემცველობა უნდა ვაკონტროლოთ აუზში და ა.შ.,“-განაცხადა ალავერდაშვილმა.

თაია არდოტელი