სხვა ავიაგადამყვანების მსგავსად, Lufttansa რეისებს თანდათან განაახლებს, მაგრამ გერმანული კომპანია ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი ეფექტების გამო, 2022 წლამდე ასობით თვითმფრინავი გამოუყენებლად ეყოლება. შესაბამისად, შეიკვეცება სამუშაო ადგილები, რაც ძირითადად თვითმფრინავების მომსახურების და კეიტერინგის ბიზნესებს შეეხება.
Lufttansa-ს მიერ თავისი თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც Reuters-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა, კომპანიის აღმასრულებელი საბჭო წერს, რომ 2021 და 2022 წლებში შესაბამისად, 300 და 200 თვითმფრინავი მოცდება. ეს იმ პროგნოზის შესაბამისად, რომელიც პანდემიის 2022 წელს დამარცხებას ვარაუდობს.
უფრო მეტიც, გერმანული კომპანია ვარაუდობს, რომ 2023 წელსაც კი, როცა პანდემია დამარცხებული იქნება, რეისებს იმაზე დაახლოებით 100-ით ნაკლები ლაინერი შეასრულებს, ვიდრე პანდემიამდე.
2019 წლის ბოლო მონაცემებით, Lufttansa-ს ავიაპარკი 763 სხვადასხვა კლასის თვითმფრინავს ითვლიდა.