საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ

მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, - ასე უპასაუხა დაავადებათა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი რეკომენდაცია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დაშვებული ავტობუსში, მეტროს ვაგონში და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.

მისივე თქმით, თუ ადამიანს დიდი მანძილი არ აქვს დასაფარი სჯობს, რომ ტრანსპორტი არ გამოიყენოს და ის იმ ადამიანებს დაუთმოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

„მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.