პაატა იმნაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შეზღუდვები ძირითადად  სოციალური დისტანცირების კუთხით დარჩება

ყველაფერი შეჯერდება და ერთად მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება დარჩეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომელიც ზოგიერთი შეზღუდვის შესაძლო გაგრძელებას ეხებოდა.

კითხვაზე, თუ რა ტიპის შეზღუდვებზეა საუბარი და რისი გაგრძელების საჭიროებას ხედავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მონაცემების შეჯერების შემდეგ საზოგადოებას აცნობებენ, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება, დარჩეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ.

„პირველ რიგში, ეს ეხება სოციალური დისტანცირების საკითხებს და ამაზე მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს, პარალელურად კი, დაკვირვება, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორია ინფექციის მიმდინარეობა, რა ხდება რეგიონებში. ყველაფერი ეს შეჯერდება და ერთად მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება დარჩეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ“, - განაცხადა იმნაძემ.