მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიების პროცესში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მიუხედავად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. აღნიშნულ პერიოდში, სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. გამოძიების პროცესში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 191 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.