მოქალაქეთა ნაწილს სასესხო შეღავათი კიდევ 3 თვით გაუგრძელდება - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეხმარება, შემდეგი 3 თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.
გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს ვისაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, მათაც 3 თვით გადაუვადდება სესხის გადახდის ვალდებულება და ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე,“-განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავთო პერიოდი მარტში შესთავაზეს. გახარიაც ცნობით, ამ პერიოდში საბანკო სასხის გადავადებით 600 000 მოქალაქემ ისარგებლა.