ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

უკ­რა­ი­ნა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი და­ი­ნიშ­ნა - აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, ამი­ე­რი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას შე­უ­წყობს ხელს.

20 მა­ისს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სექ­ტემ­ბერ­ში შე­იქ­მნე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფი­სი, რო­მელ­საც ვარ­შა­ლო­მი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"ოფი­სი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­იხ­სნე­ბა და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად ბა­ტო­ნი ვარ­შა­ლო­მი­ძე ავირ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც აშე­ნებ­და ბა­თუმს. მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იმუ­შა­ვებს გამჭვირ­ვა­ლე სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფი­სი და მო­ი­ზი­დავს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს" - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ალ­ბათ, ბევ­რს გა­უჩ­ნდა შე­კი­თხვა ვინ არის ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, რო­მელ­მაც აა­შე­ნა ბა­თუ­მი - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა 112.ua და ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის წარ­სულ­ზე უამ­ბობს მკი­თხველს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი და ახლო მე­გო­ბა­რი, მათ ერ­თად და­ამ­თავ­რეს კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხრით.

ვარ­შა­ლო­მი­ძე 2004-2012 წლებ­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და. ის მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა რე­გი­ონ­ში, რაც აჭა­რამ უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნა - 2004 წელს, რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა ას­ლან აბა­ში­ძემ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა სცა­და, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში გა­იქ­ცა.

ვარ­შა­ლო­მი­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბა­თუ­მი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფად­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი - აქ აშენ­და ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი ბუმი. ამ დრომ­დე, ბა­თუ­მი ლი­დე­რობს გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ტუ­რის­ტულ ცენ­ტრებს შო­რის. იხილეთ სრულად