„აგარის შაქარი“ შაქრის წარმოებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა, წარმოების დაწყებიდან 2-3 დღეში პროდუქცია უკვე სავაჭრო ქსელში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. ბოლოს ქარხანამ მუშაობა 2018 წლის 1-ელ ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ შეთანხმების დეტალებზე მაშინაც არავინ საუბრობდა. თუმცა მოგვინებით ქარხანამ მუშაობა ისევ შეწყვიტა. უკვე 2019 წლის მარტიდან კი საწარმოში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.
თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქარხნის გახსნის აუცილებლობის საკითხი ისევ დადგა და გადაწყდა, რომ ერთ-ერთი დაკონსერვებული ქარხანა, რომელიც წარმოებას განაახლებდა, იყო „აგარის შაქარი“.
ამ ეტაპზე საწარმოში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც აუცილებელია კონსერვაციაზე მყოფი ქარხნის ხელახლად ასამუშავებლად. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი დამთავრებულია და გეგმის მიხედვით, საწარმო 1-ელ ივნისს გაიხსნება.
„ქარხნის გახსნისთვის დამატებით 250 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. საწარმო 1-ელ ივნისს გაიხსნება და 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 6 თვის განმავლობაში ქარხანა 61 500 ტონა შაქარს გადაამუშავებს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ალიზადემ.
კითხვაზე, გაუწევს თუ არა საქართველოში გადამუშაებული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას, ალხან ალიზადე პასუხობს: „ჩვენი გაანგარიშებებით, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის ფასების მკვეთრ შემცირებას, ვფიქრობთ, აგარის ქარხნის მიერ გამოშვებული - ჩვენი პროდუქცია კონკურენტული იქნება“.
რაც შეეხება იმას, თუ ბაზრის რა წილს დაიკავებს „აგარის შაქარი“, კომპანიაში პასუხის გაცემა უჭირთ.
რაც შეეხება შაქრის იმპორტის სტატისტიკას, 2019 წელს საქართველოში სულ იმპორტირებული იქნა 128 616 800 ტონა შაქარი, ჯამში 50, 346 მლნ დოლარის ღირებულების.
უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ პოლონეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
2020 წლის იანვარ-აპრილში კი ქვეყანაში 21 718 200 ტონა შაქარი შემოვიდა, 8,261 მლნ დოლარის. წელსაც მთავარი იმპორტიორების ჩამონათვალი არ შეცლილა: