რატომ იყენებენ კომპანიები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად?

COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კომპანიის ნაწილმა არა პაუზის ასაღებად, არამედ თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებისთვის გამოიყენა.

მათ შორისაა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ , რომელსაც ახალ გამოწვევებთან შეჭიდება მოუწია. კომპანია ძალიან სწრაფად მუშაობის სრულიად განსხვავებულ რეჟიმზე უნდა გადასულიყო, ახალი სტანდარტები დაენერგა და განვითარების ტემპებიც არ უნდა შეესუსტებინა.

ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად „ემბისის“ საკრედიტო დეპარტამენტმა პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო. ონლაინ ტრენინგების სერიაში კომპანიის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ღვალაძე და მენეჯერები: თეონა ჭანტურია, ლაშა შედანია და გიგლა პაპალაშვილი ჩაერთნენ და დანარჩენ თანამშრომლებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

როგორც „ემბისიში“ განმარტავენ, ტრენინგები მოიცავს გაყიდვების სკრიპტების და გაყიდვებთან დაკავშირებული უნარების განვითარების მიმართულებას , საკრედიტო პროცესებს, საკრედიტო პროდუქტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მათ თანამშრომლებს კარიერულ ზრდაში და განვითარებაში შეუწყობს ხელს.

„გვინდა, ჩვენს ტრენერებს მადლობა გადავუხადოთ, რადგან მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, შემართებით და აქტიურად განაგრძობენ პროფესიულ საქმიანობას. ასევე, მადლობა საკრედიტო დეპარტამენტის თანამშრომლებს ასეთი მაღალი ჩართულობისა და საქმისადმი დამოკიდებულებისთვის“, - აღნიშნეს „ემბისიში“.

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლებისთვის ტრენინგების პერიოდულად ჩატარება?

ნებისმიერ პროფესიაში წლიდან წლამდე სიახლეები ინერგება. შეიძლება, საქმიანობის სპეციფიკა არ შეიცვალოს, მაგრამ დაიხვეწოს მისი ტექნიკა და ამისთვის ახალი უნარების გამომუშავება დაგვჭირდეს.

სწორედ ამიტომ, საუკეთესო თანამშრომელსაც ესაჭიროება უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, თანამშრომელს, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება უკეთ შეუძლია.

ტრენინგის მთავარი უპირატესობებია:

· ფინანსური ოპერაციების უკეთ შესრულება

· მაღალი პროდუქტიულობა

· პროცედურების სისწრაფე

· თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება გამოწვევების საპასუხოდ

· თანამშრომლებში მოტივაციის გაზრდა

· კომპანიის მოგების ზრდის შესაძლებლობა

კომპანიების ნაწილმა ქვეყანაში არსებული ვითარების ამგვარად გამოყენება დროის ფაქტორის გამოც გადაწყვიტა. თუ აქამდე თანამშრომლები დროის დეფიციტს განიცდიდნენ, დღეს მათ მეტი კომფროტი აქვთ, ონლაინ ჩაერთონ ტრენინგებში და დისტანციურად აიმაღლონ კვალიფიკაცია.

„ემბისიში“ აღნიშნავენ, რომ თანამშრომლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან კომპანიის წარმატებით ოპერირებისათვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.