„მაქსიმალური სიფრთხილის შესანარჩუნებლად, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ რაღაც მიმართულებებზე მოგვიწევს შეზღუდვების გაგრძელება"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მაქსიმალური სიფრთხილის შესანარჩუნებლად, გარკვეული მიმართულებით შეზღუდვების შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც იქნება საჭირო. მისივე თქმით, ეს შეზღუდვები დროებითი იქნება და გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგების ანალიზიდან გამომდინარე მიიღებენ.

„საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ რაღაც მიმართულებებზე მოგვიწევს შეზღუდვების გაგრძელება, ისევ და ისევ მაქსიმალური სიფრთხილის შესანარჩუნებლად. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი იქნება და ეპიდემიოლოგების ყოველდღიური სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.