მოტოციკლეტების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ამერიკული კომპანია Harley-Davidson-ი მიმდინარე კვირას წარმოებას განაახლებს.
თუმცა დილერებისთვის მიწოდებული მოტოციკლების სპექტრს შეზღუდავს. როგორც ცნობილია, ქარხნები და კომპანიის სადილერო კომპანიების უმეტესობა მარტიდან დახურულია. საერთო ჯამში, კომპანიას აშშ-ში 698 დილერი ჰყავს.
მაისის დასაწყისში, Harley-Davidson-ის გაყიდვების დირექტორმა ბეთ ტრუეტმა განაცხადა, რომ დილერების დაახლოებით 70% ახალ მოდელებს წლის ბოლომდე ვეღარ მიიღებს.
ქარხანა წარმოებას ამ კვირაში ვისკონსინისა და პენსილვანიაში მდებარე ქარხნებში განაახლებს. ტრუეტის განცხადებით, ამ ეტაპზე Harley-Davidson-ი ძირითად აქცენტს ყველაზე გაყიდვადი მოტოციკლეტების წარმოებაზე გაამახვილებს ფერების დიდი გამისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობის გარეშე.
Harley-ში პროგნოზირებენ, რომ დილერებისთვის ახალი მოტოციკლეტების მარაგები წლის ბოლოსთვის 65%-ით შემცირდება: ”დილერები უნდა მოემზადონ უკიდურესად რთული წლისთვის მარაგების თვალსაზრისით”, - განაცხადა ტრუეტმა.