Mastercard-ის თანამშრომლები კორონავირუსის ვაქცინის გამოსვლამდე დისტანციურად იმუშავებენ.
ამის შესახებ კომპანიის კადრების განყოფილების დირექტორმა მაიკლ ფრაკარომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კორპორაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 20 ათასი თანამშრომლიდან 90% დისტანციურად მუშაობს.
„დანარჩენი ოფისებში მოდის, თუმცა იცავენ წესებს, ხდება თერმოსკრინინგი, ასევე ატარებენ ნიღბებს“, - განაცხადა ფრაკარომ და აღნიშნა, რომ უფრო მეტ თანამშრომელს შეუძლია მუშაობა დაიწყოს ოფისებიდან, როდესაც "იქნება ვაქცინა, და ხალხი იგრძნობს, რომ მისი დაბრუნება უსაფრთხო იქნება".