საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდოგმარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით. იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინციიატივა, მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ. ის ნორმები, რომელიც დგინდება იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე, იმედი მაქვს, რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება, პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსიტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალურობას. ეს არის სპონტანური იდეა და დღესვე ეს იდეა განვიხლოთ", - განაცხადა კობახიძემ.