საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა.
პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე წარდგენილ სამ კანდიდატურას უყარა კენჭი: სერგო შავგულიძეს. ვახტანგ აბაშიძესა და თამარ ჭელიძეს.
კენჭისყრის შედეგად ვახტანგ აბაშიძეს პარლამენტმა 82 ხმით დაუჭირა მხარი.
ვახტანგ აბაშიძე 2014 წლიდან დღემდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია. 2014-2017 წლებში ის ასევე იკავებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც.