სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ხორცისა და თევზის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ქათმის ხორცი, ღორისა და საქონლის ხორცი და თევზი.
საქსტატის ცნობით, მათ შორის, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 64 354 300 აშშ დოლარის ქათმის ხორცი; 30 493 800 დოლარის - ღორის; 13 903 200 დოლარის - საქონლის ხორცი და 33 014 900 აშშ დოლარის თევზი შემოვიდა.
მათ შორის, თევზის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ნორვეგია, 5 284 700 აშშ დოლარის თევზის იმპორტი განხორციელდა; მას მოსდევს - ისლანდია - 4 763 400 აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა ესპანეთი, საიდანაც, 3 075 900 აშშ დოლარის თევზი შემოვიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აშშ და თურქეთი იკავებენ, საიდანაც შესაბამისად, 2 586 400 და 2 394 000 აშშ დოლარის თევზის იმპორტი განხორციელდა.