მთავრობამ მე მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ინვესტიციებს ეხება საქმე, ეს ყველასთვის ყველგან შეიძლება იყოს შეშფოთების საგანი.
“მე ამას ვეტყოდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ძალიან უნდათ ამერიკა იყოს დაინტერესებული მათი ქვეყნით, უნდა გავაგრძელოთ ისეთი გარემოს შექმნაზე მუშაობა, სადაც ინვესტიციები ხელშეწყობილი და მისასალმებელია და რეგულაციები თავისუფალი და სამართლიანი კლიმატის შექმნის მიღმა სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენება. აშშ-ში ასეა. ქართულ კომპანიას, რომელსაც სურს აშშ-ში ინვესტიცია, ისევე ექცევიან, როგორც ამერიკულ კომპანიას, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას არ ეხება. სულ ესაა რაც გვსურს. საქმეების დეტალების განხილვას არ ვაპირებ. მთავრობამ მე მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში," - განაცხადა ადამ კინზინგერმა.