მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი Nissan Motor Co. 20 000 თანამშრომლის შემცირებას გეგემავს, ეს მისი გლობალური პერსონალის დაახლოებით 15%-ია.
ამის შესახებ ინფორმაციას Kyodonews-ი ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემცირებული გაყიდვების გამო მიღო.
იაპონური რიგით მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებელი სამუშაო ძალის შემცირებას განიხილავს როგორც ევროპაში, ასევე განვითარებად ქვეყნებში მდებარე საწარმოებში.
აღსანიშნავია, რომ მაის-ივნისში Nissan-ი COVID-19-ის გამო მუშაობას იაპონიაში მთლიანად აჩერებს.
Nissan-ი აწარმოებს თითქმის 7 მილიონ მანქანას წელიწადში. ესპანეთის Nissan- ის ქარხნებში, 2019 წელს, წარმოებული იქნა 55 ათასი მანქანა (ევროპაში კომპანიის წარმოების 10%).
უკვე ცნობილია, რომ Nissan-ი ინვესტიციებს ძირითადად მიმართავს იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში წარმოებაზე, ამ ქვეყნებში კომპანიის ავტომობილების გაყიდვების 70% მოდის.
ამასთან, Nissan-ი განიხილავს მენეჯმენტის ხელფასების შემცირებას, მათ შორის იქნება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მაკოტო უჩიდუ.
Nissan-ში პროგნოზირებენ, რომ კომპანია 2009 წლის შემდეგ წელს ზარალზე პირველად გავა.