დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას გაუჭირდება ვირუსის გავრცელების ინდექსის ნიშნულის დასახელება, რომლის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების დაცემის კუთხით ქვეყანაში მიღებული დადებითი შედეგი მობილობის შემცირებამ გამოიწვია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მობილობის ყველაზე დიდი საშუალებაა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო, იყო მობილობის დაცემის, შემცირების გამო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახლავთ ყველაზე დიდი მობილობის საშუალება. ეს არის ავტობუსი, მეტრო თბილისში და გადაადგილების სხვა საშუალებები. დღეს კარგი მაჩვენებელი გაქვს მაგალითად, სულ 2 ახალი შემთხვევა, გუშინ და გუშინწინ გვქონდა 10, 12 და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფარგლებში და ყოველდღიურად იქნება 2; 5; 10; 15 ახალი შემთხვევა, ეს არ არის დიდი პრობლემა, ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამის მართვას კარგად გაუძღვება“, - განაცხადა გამყრელიძემ.