ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ვენაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

"ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშივლი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“-განაცხადა ზალკალიანმა.