საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მოლაპარაკების საგანია, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საზღვარგარეთ დაკრძალული, კორონავირუსით გარდაცვლილი, საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენება მოხდეს. მინისტრის განმარტებით, ეს ჯანმო-ს ნებართვასა და იმ ქვეყნების მზაობაზეა დამოკიდებული, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები არიან დაკრძალულნი.
„ამ კუთხით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ყველა ქვეყანას თავისი პროტოკოლი აქვს. ძალიან მკაცრი პროტოკოლებია, რომლებიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯადაცვის ორგანიზაციასთან და ბუნებრივია, ყველა ქვეყანასთან ორმხრივად ვმუშაობთ გადმოსვენების პროცესთან დაკავშირებით. ბევრი ქვეყანა არ იძლევა კოვიდით გარდაცვლილთა გადასვენების ნებართვას. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვეხმარებით ოჯახებს, რომ ადგილზე მოხდეს მათი დაკრძალვა, თუმცა ასევე, მოლაპარაკების საგანია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვცემს ნებართვას და იმ ქვეყნის მხრიდან, სადაც არიან გარდაცვლილები, იქნება მზაობა, ჩვენ ტრანსპორტირებას და გადმოვენებასაც განვახორციელებთ,“-აღნიშნა ზალკალიანმა.