Facebook-ის თანამშრომლების ნახევარს შეუძლია, მომავალი 5 და 10 წლის განმავლობაში დისტანციურად იმუშაოს. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა - წერს The Washington Post-ი.
დიცტანციურად მუშაობის უფება ექნებათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ოფისში მისვლისთვის რამდენიმესაათიანიანი მგზავრობა სჭირდებათ.
„გარდა ამისა, დასაქმების გეოგრაფიის გაფართოება, განსაკუთრებით აშშ-სა და კანადაში, საშუალებას მოგვცემს ვიპოვოთ ბევრი ახალი, ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც დიდი ქალაქებში სამუშაოდ გადასვლას არ განიხილავდნენ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ, ვისაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვს, ადმინისტრაციას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ და მიუთითონ საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
მაისის დასაწყისში, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა 2020 წლის ბოლომდე შეეძლებათ. კომპანიის ოფისების გახსნა 6 ივლისიდან დაიწყება, მაგრამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს ამ დროის განმავლობაში ოფისებში სამუშაოს განახლებას, ჯერჯერობით მიღებული არ არის.