1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4795 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5058 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.