დევნილთა სააგენტო საერთო სარგებლობის ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დევნილთა სააგენტო საერთო სარგებლობის ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, კომპაქტური განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გრძელდება.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, მათი უშუალო მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპაქტური განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს აგრძელებს. დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს. აღნიშნული პროცედურების გასატარებლად, საჭიროა, ამხანაგობის თავმჯდომარემ სააგენტოს საერთო სარგებლობის ფართების ამხანაგობისთვის გადაცემის თაობაზე განცხადებით მომართოს,”-აღნიშნულია განცხადებაში.