3 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს

2020 წლის იანვარ აპრილში საქართველოში 8, 261 მლნ დოლარის ღირებულების 21 718 ტონა შაქარი შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი, რუსეთიდან იმპორტირებულ შაქარზე მოდის. უმსხვილესი იმპორტიორები არიან პოლონეთი და აზერბაიჯანი.

  • რუსეთი - 11 703 ტონა
  • პოლონეთი - 8 145 ტონა
  • აზერბაიჯანი - 1 577 ტონა

რაც შეეხება 2019 წელს, შარშარ ქვეყანაში 128 616 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 50, 346 მლნ დოლარის ღირებულების. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ პოლონეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

  • პოლონეთი - 40 800 ტონა
  • აზერბაიჯანი - 20 258 ტონა
  • რუსეთი - 19 056 ტონა