„ბიბლუსი“ 12 წლის გახდა - 30%-იანი ფასდაკლება ტოპ 50 წიგნზე მხოლოდ ერთი დღით

„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ - ძნელად თუ იპოვით წიგნის მოყვარულს, რომელმაც არ იცის, ეს სლოგანი ვის ეკუთვნის. „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელი 23 მაისს 12 წლის ხდება და ზუსტად ამდენივე წელია, ზრუნავს, წიგნი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამ მიზანს „ბიბლუსი“ არც საკუთარ დაბადების დღეზე ივიწყებს და გადაწყვიტა, ერთი დღით - 23 მაისს, მკითხველის რჩეული 50 წიგნი როგორც ქსელში, ისე ონლაინ, 30%-იანი ფასდაკლებით იყოს წარმოდგენილი. მათი ჩამონათვალი მოიცავს ისეთ წიგნებს, როგორიცაა „შიშო გამოდი გარეთ“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „ჰარი პოტერი 2 - საიდუმლო ოთახი“, „ევას სამი ქალიშვილი“, “ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ და სხვა. შესაბამისად, მათ, ვისაც სურდა, თავისი წიგნის თაროსთვის უფრო მეტი ბესტსელერი შეემატებინა, „ბიბლუსი“ ამის შესაძლებლობას მისცემს. „ბიბლუსის“ მაღაზიათა ნაწილმა მუშაობა უკვე განაახლა და წიგნის მოყვარულებს ყოველდღიურად მასპინძლობს, ხოლო მათ, ვისაც ონლაინ სერვისით სარგებლობა ურჩევნია, კურიერი შეკვეთას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიუტანს. აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისი უფასოა 20 ლარის და მეტ შენაძენზე. 12 წლის მანძილზე კომპანიამ მომხმარებლებს ბევრი საინტერესო სიახლე შესთავაზა, როგორც „ბიბლუსი გალერეას“ (მსგავსი ფორმატის კაფე-მაღაზიები აქამდე არ ფუნქციონირებდა), ისე „ნინის კითხვის საათისა“ და „საბავშვო ხელსაქმის მასტერკლასის“ სახით, რომელსაც ბევრი ერთგული სტუმარი ჰყავს ხოლმე. წლების მანძილზე „ბიბლუსმა“ შეძლო, თანამედროვე ლიტერატურა ოპერატიულად წარმოედგინა მაღაზიის თაროებზე, რათა მკითხველს მუდმივად ეგრძო მისი პულსაცია და დროს არ ჩამორჩენოდა.

„ბიბლუსი“ 2008 წელს დაარსდა. მისი პირველი მაღაზია იოსებიძის ქუჩაზე ყოველდღიურად ასობით წიგნის მოყვარულს სტუმრობდა. ამ პერიოდში მსოფლიო ბესტსელერები, თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ გაჩნდა იდეა, ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში გახსნილიყო მაღაზიათა ქსელი. კომპანია წლიდან წლამდე იზრდებოდა, მომხმარებელიც ლოიალურად განეწყო მის მიმართ და უმსხვილეს წიგნის მაღაზიათა ქსელად იქცა, რომელიც დღეს 63 ფილიალს აერთიანებს. ამასთან, ის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. როგორც „ბიბლუსში“ აღნიშნავენ, 12-წლიანი წარმატების ისტორია მათთვის მოტივაციაა, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ ოპერირება, უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახადონ წიგნი მომავალ თაობებში.

ფასდაკლებული წიგნების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე