შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან კვლავ ძალაშია

დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები, კვლავ ძალაში რჩება. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით დღეიდან, კვლავ მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • ძალაშია შეზღუდვები, რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურებაზე;
  • ამ ეტაპზე სასტუმროებს ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
  • შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება;
  • შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
თაია არდოტელი
იუბილე, ქორწილი, ქელეხი 10 კაცზე მეტის მონაწილეობით 15 ივლისამდე კვლავ აკრძალულია
მონეტარული პოლიტიკის შერბილება და „საკრედიტო არდადეგები“ - როგორ ეხმარებიან ქვეყნები იპოთეკურ მსესხებლებს
ყველა დეტალი სესხების კიდევ 3 თვით  გადავადების შესახებ - როდიდან დაიწყებენ ბანკები შეთავაზებას