რომი-თბილისის რეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

რომი-თბილისის რეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

„14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 76 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3273 ადამიანია განთავსებული“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.