იუბილე, ქორწილი, ქელეხი 10 კაცზე მეტის მონაწილეობით 15 ივლისამდე კვლავ აკრძალულია

იუბილე, ქორწილი, ქელეხი 10 კაცზე მეტის მონაწილეობით 15 ივლისამდე კვლავ აკრძალულია.

ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების მიხედვით, 23 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში თავშეყრის რეგულირების თვალსაზრისით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:

  • იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს;
  • ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება (პირბადის ტარება) არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

აღნიშნული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

თაია არდოტელი
საქმიანობები, რომლებიც დღეიდან კვლავ აკრძალულია
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან კვლავ ძალაშია
მონეტარული პოლიტიკის შერბილება და „საკრედიტო არდადეგები“ - როგორ ეხმარებიან ქვეყნები იპოთეკურ მსესხებლებს