საქმიანობები, რომლებიც დღეიდან კვლავ აკრძალულია

დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები, კვლავ ძალაში რჩება. მათ შორის შეზღუდვა ეხება რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით დღეიდან, დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურებისა;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციური (ე. წ. „ონლაინ“) ვაჭრობით);
  • სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლებისა) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (შეზღუდვა არ ეხება ღია ტიპის აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობას);
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკური საქმიანობა, სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს დისტანციურად. დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (სამსახურიდან, ოფისიდან, მაგრამ არაუმეტეს 10 ადამიანისა).

თაია არდოტელი
იუბილე, ქორწილი, ქელეხი 10 კაცზე მეტის მონაწილეობით 15 ივლისამდე კვლავ აკრძალულია
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან კვლავ ძალაშია
მონეტარული პოლიტიკის შერბილება და „საკრედიტო არდადეგები“ - როგორ ეხმარებიან ქვეყნები იპოთეკურ მსესხებლებს