ბოლო კვლევების თანახმად, მას შემდეგ რაც, გლობალური კრიზისი დასრულდა, ბანკების მიერ გადახდილმა ჯარიმების ოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, 243 მლრდ დოლარი.
ჯარიმების უმეტესობა დაკავშირებულია ინვესტორებისთვის სუბსტანდარტული იპოთეკური დავალიანებების მიყიდვასთან.
კვლევის ავტორების Keefe, Bruyette დაWoods-ის ექსპერტების აზრით, გადახდილი ჯარიმების კუთხით ამერიკული ბანკი ლიდერობს, რომელმაც ჯამში 76 მლრდ აშშ დოლარი გადაიხადა.
წარმოგიდგენთ ბანკებს, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწია:
1. Bank of America - ბანკების ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმის გადახდა სწორედ მას მოუწია. 2014 წელს ბანკი იძულებული გახდა, რომ რეკორდული მოცულობის, 16, 65 მლრდ დოლარის ჯარიმა გადაეხადა. საქმე ეხებოდა ინვესტორებისთვის სუბსტანდარტული იპოთეკური დავალინებების მიყიდვას.
2. JPMorgan Chase - ბანკმა 2013 წლის ოქტომბერში ჯარიმის სახით 13 მლრდ დოლარი გადაიხადა. აღნიშნული თანხა რამდენიმე სასამართლო დავის შედეგად დაგროვდა. ფაქტობრივად, ყველა მათგანი სუბსტანდარტული იპოთეკური დავალიანებების ინვესტორებისადმი მიყიდვას ეხებოდა.
3. Bank of America – 2012 წელს, National Mortgage Settlement-ის დოკუმენტის ფარგლებში ბანკს 11, 8 მლრდ აშშ დოლარის გადახდა, სუბსტანდარტული იპოთეკური სესხის გამო დაეკისრა, რომელიც Fannie Mae-ს მიყიდა.
4. BNP Paribas - ეს არის საფრანგეთის უმსხვილესი ბანკი, რომელიც 2000 წელს Banque Nationale de Paris და Paribas შერწყმის შედეგად შეიქმნა. 2014 წლის ივნისში მას ორი დანაშაულისთვის დაეკისრა ჯარიმა. შედეგად ბანკმა 8, 97 მლრდ დოლარი გადიხადა. BNP Paribas -ს ბრალად ედებოდა, ამერიკული ფინანსური სისტემის მეშვეობით, სუდანში, ირანისა და კუბაში საკუთარი მომხმარებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
5. Bank of America - გადახდილი დიდი ოდენობის ჯარიმების კვლევაში ის სამჯერ მოხვდა. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკი, აქტივების თვალსაზრისით. 2008 წელს ბანკმა Countrywide შეიძნა, რომელმაც 174 მლრდ დოლარის სუბსტადარტული იპოთეკური დავალიანებები გაყიდა. 2011 წელს აღნიშნულისთვის ბანკს 8,5 მლრდ დოლარის გადახდა დაეკისრა.
6. Deutsche Bank – 2016 წლის ბოლოსკენ ბანკი საბოლოოდ დათანხმდა, რომ დაკისრებულ ჯარიმა, 7,2 მლრდ დოლარის ოდენობით გადაეხადა. როგორც სხვა ბანკების შემთხვევაში, Deutsche Bank -მაც ინვესტორებს ცუდი იპოთეკური სესხები მიჰყიდა.
7. Wells Fargo – 2012 წელს იმ 5 ბანკს შორის მოხვდა, ვისაც ყველაზე დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საუბარია, 5,35 მლრდ აშშ დოლარზე. საქმე ეხებოდა ნოტარიული წესით დაუმოწმებელი დოკუმენტებით ქონებისა და ფასიანი ქარღალდების გაყიდვას.
8. Credit Suisse – 2016 წლის დეკემბერში შვეიცარიის ბანკი იძულებული გახდა კიდევ ერთი ჯარიმა, დახლოებით, 53 მლრდ დოლარის ოდენობით გადაეხადა. ბანკს ბრალად ედებოდა ინვესტორებისთვის ცუდი დავალიანებების მიყიდვა.
9. JPMorgan Chase – 2012 წლის თებერვალში აშშ-ს საბინაო და ურბალული განვითარების დეპარტამენტმა, ასევე 49 შტატმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, ეროვნული იპოთეკური ანგარიშსწორების შესახებ. შედეგად, ქვეყნის 5 ბანკი ჯამში 25 მლრდ დოლარით დაჯარიმდა. აქედან JPMorgan Chase-ის ჯარიმამ 5,29 მლრდ დოლარი შეადგინა. ხუთივე ბანკს ბრალად ედებოდა ნოტარიულად დაუმოწმებელი დოკუმენტების ხელმოწერა.
10. Credit Suisse – 2014 წელს ბანკი დათანხმდა, რომ ჯარიმის სახით, 26 მლრდ აშშ დოლარი გადაეხადა. ეს იყო პირველი ბანკი, რომელმაც აღიარა, რომ აშშ-ს მოქალაქეებს გადასახედებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.