საქართველოში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯული თანხის მოცულობა შემცირდა. თუ 2019 წლის აპრილში მოსახლეობამ ბარათებით 2,054 მლრდ ლარი დახარჯეს, წელს აპრილში, ლოქდაუნის ფონზე დანახარჯმა 1,743 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებული გადახდების აპრილში 675 მლნ ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2019 წლის აპრილში მოსახლეობამ 609 მლნ ლარი დახარჯა.
რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ გადახდებს, აქ მოცულობა წლიურ ჭრილში შემცირებულია. 2020 წლის აპრილში ინტერნეტის მეშვეობით საბანკო ბარათებით განხორციელდა 250 მლ ლარის საგადახდო ოპერაციები, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 305 მლნ ლარის.
მიმდინარე წლის განმავლობაში კი ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 9,080 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 9,7%-ით ნაკლებია, შარშან 6 თვეში ბარათებით მთლიანად 8,274 მლრდ ლარის ოპერაციები განხორციელდა.