საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ასოციაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ მართლაც სომხეთში მძღოლისთვის რაიმე ვირუსის აღმოჩენაზე არსებობს ეჭვი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში შესვლის შემდეგ, ეს ეჭვი დაკავშირებულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან, საიდანაც შემოვიდა მანქანა ტვირთით და შესაბამისად ვირუსზე პრეტენზიის ადრესატი გახლავთ ეს ქვეყანა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ საქართველოდან სომხეთში შესული ტვირთების უდიდესი რაოდენობა არის ტრანზიტი და სასაქონლო ჭრილში პროდუქცია უმეტესობა არის ხორბალი და ეხება ჩვენს სფეროს, გვინდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვუპასუხოთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას რომელშიც გამოთქმულია აზრი, რომ საქართველოდან სომხეთში შესული მანქანის მძღოლებს აღმოაჩნდათ კორონა ვირუსი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რომ სომხეთში საქართველოს გავლით ტრანზიტად გამავალი ტვირთის უმეტესი რაოდენობა არის ხორბალი, და იგი მოძრაობს ლარსის საბაჟოდან, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ამ მანქანების მოძრაობის მთლიანი სქემა , აღნიშნულის მომსწრე არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენ სომეხ კოლეგებთან ხორბლის იმპორტიორებთან ერთად სქემა გამოიხატება შემდეგში:
რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ხორბლის სატვირთო მანქანის მძღოლს,რომელიც ტრანზიტით მოძრაობს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით აქვს მხოლოდ ერთი ისიც მინიმალური და უსაფრთხო კონტაქტი, კერძოდ: - საბუთების მიწოდება მებაჟესთვის შესამოწმებლად (მებაჟეს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, პირბადე, ხელთათმანები და ა.შ) -ამის შემდეგ შემდეგაც მანქანა მოძრაობს რუსეთი-საქართველოს საზღვრიდან საქართველო სომხეთის საზღვრამდე შეუჩერებლივ გაცილების თანხლებით - მძღოლს ეკრძალება მანქანიდან გადმოსვლა, სანამ მანქანა არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და არ გავა სომხეთში . შესაბამისად თუ მართლაც სომხეთში მძღოლისთვის რაიმე ვირუსის აღმოჩენაზე არსებობს ეჭვი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში შესვლის შემდეგ , ეს ეჭვი დაკავშირებულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან საიდანაც შემოვიდა მანქანა ტვირთით და შესაბამისად ვირუსზე პრეტენზიის ადრესატი გახლავთ ეს ქვეყანა. ანალოგიური სქემა მოქმედებს სხვა ტრანზიტულ ტვირთებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეისათვის უშუალოდ საქართველოდან სომხეთში საქონლის ექსპორტი უმნიშვნელოა. ვფიქრობთ, ჩვენს სომეხი მეგობრები და კოლეგები ხორბლის იმპორტიორი კომპანიები დაადასტურებენ ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ფაქტებს . დღეს , სომხეთი მხოლოდ ხორბლის შესარტანად წელიწადში რევერსულად დაახლოებით 25 000 სამანქანო რეისს ანხორციელებს ტრანზიტად და შედეგებიც რუსეთის და სომხეთის მხარის პასუხისმგებლობაა , შესაბამისად ეს მარშრუტი და მასთან დაკავშირებული რისკები ჩვენი სომეხი მეგობრების არჩევანია და შემდგომი ნაბიჯებიც მათი გადასაწყვეტია . თუკი ჩვენ სომეხ მეგობრებს ოფიციალურ ან არაოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ სამანქანო სატვირთო გადაზიდვები არის რისკის შემცველი სომხეთის მხარისთვის, მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ალტერნატიული მარშრუტით, რომელიც დღეს მსოფლიო პრაქტიკაში მიჩნეულია ყველაზე უსაფრთხო და რაციონალურ სატრანსპორტო ჯაჭვად, კერძოდ საზღვაო პორტებით პროდუქციის შემოტანა გემით (გემის ეკიპაჟი საერთოდ არ ტოვებს გემს) და შემდგომ რკინიგზით სომხეთში (ეშელონს ემსახურება მაქსიმუმ ორი მემენქანე) შედარებისათვის ერთი გემი ხორბლის მინიმალური პარტია განისაზღვრება 3000 ტონით, რაც თავისი მოცულობით ტოლია 120 მანქანა ხორბლის ტვირთს რომელსაც მართავს 120 მძღოლი (1 მანქანის ტვირთი 25 ტონა) და შემდეგ რკინიგზით სომხეთში ტრანზიტად გატანა აღსანიშნავია , რომ სწორედ გემი + რკინიგზა სქემით მუშაობდა სომხეთი 2017 წლამდე და თითქმის მთელი ათწლეულები და გაუგებარი მიზეზების გამო ბოლო სამი წელის მკვეთრი ტრენდი განხორციელდა სამანქანო გადაზიდვებისაკენ. თუ რაიმე დამატებითი და კონკრეტული კითხვები და სურვილები არსებობს ჩვენ სომეხ კოლეგებისგან, ჩვენი ასოციაცია მზად არის დახმარება გაუწიოს მათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მარშრუტების დაგეგმვაში ასევე კომუნიკაციაში საქართველოს ყველა სტრუქტურასთან .
კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი განცხადება ემსახურება მხოლოდ არსებული ობიექტური მდგომარეობის აღწერას ჩვენს სფეროში და მიგვაჩნია, რომ დღეს პანდემიის პირობებში, როდესაც ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ეკონომიკური და სამედიცინო საკითხები თუ რაიმე კითხვები არსებობს ორ ქვეყნის სახვადასხვა სფეროში , მათ შორის ტვირთების გადაზიდვებში ეს უნდა გადაწყდეს სწორი კომუნიკაციით და ობიექტური შეფასებებით. გადაუმოწმებელმა განცხადებებმა არ უნდა დააზიანოს ქვეყნების იმიჯი , როგორც ნებსით თუ უნებლიედ ეს შეიძლება გამოიწვიოს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ საქართველოს მიმართ როგორც ჯანდაცვის კუთხით ასევე სატრანზიტო და სხვა გადაზიდვების უსაფრთხოების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს არის გაუგებრობა და სხვა არაფერი“ , - ნათქვამია განცხადებაში.