ავტომობილების გაქირავების უმსხვილესმა კომპანიამ Hertz-იმ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანია კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა.
CNN-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის Hertz-ის ოფისები მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ და ემსახურებიან მომხმარებლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ამ ბიზნესში დარჩებიან, გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთება კი მათ ვალების რესტრუქტურიზაციას საშუალებას მისცემს.
განცხადებაში კომპანია ხაზს უსვამს იმას, რომ COVID-19 ზემოქმედება მოგზაურობასა და მანქანების დაქირავებაზე მოთხოვნაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახა, რის შედეგადაც ბიზნესი ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩა. ტურისტების გარდა, Hertz-ის მომსახურების მომხმარებლები ხშირად არიან ის ადამიანები, რომელთა მანქანებიც სარემონტოა. COVID-19– ის გამო, ბევრი რჩება სახლში და მათ უბრალოდ მანქანა არ სჭირდებათ. Hertz-ი აღიარებს, რომ მათ არ იციან, როდის დაბრუნდება მაჩვენებლები ადრინდელ დონეზე და როდის აღდგება მანქანების დაქირავების ბაზარი.
როგორც CNN-ი წერს, Hertz-ის გაკოტრება ალბათ, ყველაზე რეზონანსულია COVID-19– ის ეპოქაში. ცოტა ხნით ადრე აშშ-ში ტანსაცმლის ცნობილი რითეილერები - JCPenney, Neiman Marcus და J.Crew, ასევე ენერგეტიკული კომპანიები Whiting Petroleum და Diamond Offshore Drilling, იძულებულნი იყვნენ თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინათ. თუმცა გამოცემის ინფორმაციით, მაგრამ არცერთ მათგანს ბაზარზე ისეთი დიდი წილი არ ჰქონდა, როგორც Hertz-ს. მსოფლიოს მასშტაბით Hertz-ი ფლობს დაახლოებით 568 000 მანქანას და 12 400 ათასი გაქირავების ადგილი (ფრენჩაიზის ჩათვლით).
კომპანია Hertz-ი 1918 წელს შეერთებულ შტატებში დაარსდა და მისი მუშაობა დაიწყო ათეული„ ფორდის“ გაქირავებით. კომპანია გადაურჩა დიდ დეპრესიას, მეორე მსოფლიო ომის დროს ავტომანქანების წარმოების თითქმის სრულ შეჩერებას აშშ-ში და რამდენიმე ნავთობის კრიზისს.