2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 176.7 ათასი (37.4%) და 104.8 ათასი ვიზიტი (22.2%). პროცენტული თვალსაზრისით, მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელზეც ვიზიტების - 15.2% მოდის; მას მოსდევს სომხეთი - 11,1%-ით; რუსეთის ფედერაცია - 6.3% -ით და უკრაინა - 0.8%-იანი წილით.
სააანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის.
მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.