საერთაშორისო მოგზაურები ესპანეთში ტურების დაჯავშნას ივლისიდან შეძლებენ

უცხოელ მოგზაურებს შეუძლიათ ესპანეთში ტურები ივლისიდან დაჯავშნონ, - ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა. რეიეს მოროტოს თქმით, დიდი ალბათობით სწორედ ივნისიდან გაუქმდება ესპანეთში ჩამსვლელთათვის ორკვირიანი კარანტინი.

„ივლისში ზაფხულის არდადაგების დაგეგმვა, საკმაოდ ლოგიკურია“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ესპანეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაზარალდა. ის რამდენიმე კვირის მანძილზე ევროპაში შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილს იკავდებდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა მიმდინარეობს.