რუსეთმა საწვავის იმპორტი აკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საწვავის იმპორტი აკრძალა.

შეზღუდვა ძალაში ამ დღეებში შევა და ოთხი თვის განმავლობაში, 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იმოქმედებს. ამ პერიოდში ქვეყანაში ყველა სახის საწვავის შეტანა იკრძალება. ჩამონათვალში შედის -საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, საავიაციო საწვავი, საზღვაო საწვავი და ბენზინის ზეთები.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერმა მიხეილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მთავრობა ასახელებს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სტაბილიზაციას ქვეყნის შიდა ბაზარზე.