Top-10 ქვეყანა, საიდანაც მანქანები შემოდის - საქართველოში ავტომობილების იმპორტი 84,6%-ით შემცირდა

2020 წლის აპრილში საქართველოში ავტომობილების იმპორტი 84,6%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში სულ 779 ავტომობილი ( 7,5 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 5 066 ერთეული ( 60,6 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-აპრილს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 20 158 ავტომობილი (186,1 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა, რაც 30,6%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში ჯამში - 29 036 ერთეული ( 243,1 მლნ აშშ დოლარი) სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ავტომობილები შემოდის.

2020 წლის აპრილი - იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, ქვეყნების მიხედვით:

  • აშშ- 609
  • იაპონია - 72
  • გერმანია - 27
  • კორეა, რესპუბლიკა -12
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 8
  • რუმინეთი - 8
  • მოლდოვა - 6
  • კანადა - 5
  • გაერთიანებული სამეფო - 4
  • სამხრეთ აფრიკა - 2

2020 წლის იანვარ-აპრილი:

  • აშშ - 14 710
  • იაპონია -2 215
  • გერმანია - 1 221
  • კორეა, რესპუბლიკა - 237
  • თურქეთი - 221
  • გაერთიანებული სამეფო - 142
  • კანადა - 166
  • ტაილანდი - 127
  • რუსეთი - 57
  • ჩინეთი - 45

2019 წლის აპრილში საქართველოში ავტომობილები შემდეგი 10 ქვეყანიდან შემოვიდა:

  • აშშ - 3 151
  • იაპონია - 689
  • თურქეთი - 424
  • გერმანია - 271
  • გაერთიანებული სამეფო - 103
  • რუსეთი - 55
  • კორეა, რესპუბლიკა - 46
  • რუმინეთი - 43
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 22
  • კანადა - 20

2019 წლის იანვარ-აპრილში:

  • აშშ - 17 076
  • იაპონია - 4 404
  • გერმანია - 3 500
  • თურქეთი - 872
  • ნიდერლანდი - 624
  • კორეა, რესპუბლიკა - 334
  • გაერთიანებული სამეფო - 238
  • რუსეთი - 165
  • ჩეხეთი - 157
  • არაბთა დაერთიანებული საამიოები - 117

ნინი ქეთელაური