2020 წლის აპრილში საქართველოში ავტომობილების იმპორტი 84,6%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში სულ 779 ავტომობილი ( 7,5 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 5 066 ერთეული ( 60,6 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-აპრილს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 20 158 ავტომობილი (186,1 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა, რაც 30,6%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში ჯამში - 29 036 ერთეული ( 243,1 მლნ აშშ დოლარი) სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ავტომობილები შემოდის.
2020 წლის აპრილი - იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, ქვეყნების მიხედვით:
2020 წლის იანვარ-აპრილი:
2019 წლის აპრილში საქართველოში ავტომობილები შემდეგი 10 ქვეყანიდან შემოვიდა:
2019 წლის იანვარ-აპრილში: