ვილნიუსსა და კაუნასში შენობები და ხიდები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსსა და სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასში შენობები და ხიდები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ამგვარად ლიეტუვამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.

„საქართველოს მოსახლეობას გულწრფელად ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“- განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.