მომავალი თვიდან გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას აპირებს

გერმანია მომავალი თვიდან 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გერმანიის მთავრობის სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. შეზღუდვების მოხსნა შეეხება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, ისლანდიას და ისეთ ქვეყნებს, რომლებიც შენგენის ზონაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, გერმანიამ საზღვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვის 17 მარტს ჩაკეტა.