კომპანიის ByteDance Ltd.-ს და მისი ჩინური ვერსიის კუთვნილმა აპლიკაციამ TikTok-მა აპრილში მობილური ტელეფონით გადმოწერის შედეგად მიღებული შემოსავლის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Sensor Tower-ი ავრცელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სერვისის აუდიტორია 125% -ზე მეტით გაიზარდა. ერთი თვის განმავლობაშიTikTok-ის შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და 78 მლნ დოლარს მიაღწია. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე YouTube-ს, Tinder-ის და Netflix-ის შემოსავალი, რომელიც მათ ფასიანი ხელმომწერებისგან მიიღეს.
ჩინეთის ბაზარზე, სადაც აპლიკაცია ცნობილია ადგილობრივი Douyin-ის ბრენდით, შემოსავლის 86,6% მოდის, მას მოჰყვება შეერთებული შტატები 8.2% -ით.
2020 წლის პირველ კვარტალში, TikTok-ი და Douyin-ი ჩამოტვირთვის რაოდენობამ 315 მილიონი შეადგინა, შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 187 მილიონი - წერს Sensor Tower-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებიც აღნიშნავენ, რომ COVID-19-მა ვიდეოს გაზიარების პროგრამების პოპულარობაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ YouTube- მა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა - შიდა აპლიკაციური შესყიდვებიდან შემოსავალმა თითქმის 76 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 57% -ით არის გაზრდილი. შემოსავლების დიდი ნაწილი შეერთებული შტატებსა და იაპონიაზე მოდის. რეიტინგში შემდეგ ადგილებს ინაწილებენ Tinder, Disney Plus და Tencent Video.