იაპონიაში ყველა მოქალაქე 930 დოლარს მიიღებს

კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იაპონიის მთავრობამ კომპენსაციის გაცემა დაიწყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 930 დოლარს უკლებლივ ქვეყნის ყველა მოქალაქე მიიღებს.

ამის შესახებ სამშაბათს ადმინისტრაციულ საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა სანა თაჰაიცმა განაცხადა. ”შეღავათების გადახდა დაიწყო ქვეყნის 1 388 მუნიციპალიტეტში, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 79,7% -ს შეადგენს”, - განაცხადა მან.

აპრილის ბოლოს იაპონიამ დაამტკიცა დამატებითი ბიუჯეტი 25.6 ტრილიონი იენის (237 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით მიმდინარე ფისკალური წლისთვის. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის დახმარება. მოსახლეობის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხაც აქედან გამოიყო.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მათ შორის Diamond Princess საკრუიზო გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჩათვლით, აღემატება 17.3 ათასს, გარდაიცვალა 860-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 14 ათასზე მეტი ადამიანი.