მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე NASA, ევროპულ კოსმოსურ სააგენტო ESA-სა, იაპონურ აეროსფეის კვლევით სააგენტო JAXA-ს, კანადური კოსმოსური სააგენტო - CSA და კოსმოსის კვლევითი ფრანგული ნაციონალური ცენტრი - CNES-სთან ერთად, 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს.
მონაწილეები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და, დედამიწის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს.
გამოწვევები შეეხება ყველაფერს, დაწყებული COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსისა და მისი გავრცელების შესწავლიდან, დამთავრებული იმ შედეგებით, რაც დაავადებამ მოუტანა დედამიწის სისტემას.
- ვირუსისა და მისი გავრცელების შესწავლა კოსმოსურ მონაცემებზე დაყრდნობით
- ადგილობრივი რეაგირება/ცვლილებები და გამოსავალი
- COVID-19-ის ზეგავლენა დედამიწის სისტემაზე/დედამიწის პასუხი
- ეკონომიკური შესაძლებლობა, შედეგი და აღდგენა COVID-19-ის მიმდინარეობისას და შემდგომში
NASA-ს და მისი პარტნიორი სააგენტოების უნიკალური შესაძლებლობები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხრივ საშუალებას აძლევს მათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ გლობალურ კრიზისთან ბრძოლაში. დაავადების გლობალურად გავრცელების დაწყებისთანავე NASA-ს, ESA-სა და JAXA-ს მეცნიერ-სპეციალისტები იკვლევდნენ დედამიწის დაკვირვების უნიკალურ მონაცემებს დედამიწის სისტემის - როგორც გლობალური, ასევე, ადგილობრივი მასშტაბებით - ურთიერთქმედების გასაგებად, COVID-19-ის დაავადების გავრცელების მხრივ, ჩვენი ბრძოლის შესაძლებლობების ჩათვლით. ჰაკათონი, ასევე, გამოიკვლევს ადამიანებისა და ეკონომიკის საპასუხო ქმედებას ვირუსისადმი.
NASA-ს ხელმისაწვდომი მონაცემების გარდა, წელს ESA გააზიარებს Sentinel-ის მისიების (Sentinel-1, Sentinel-2 and Sentinel-5P) მონაცემებს პროგრამა - European Copernicus-ის კონტექსტში, რომელიც იმართება European Commission-ის მიერ. ასევე, წვდომა გვექნება მესამე მხარის მისიების მონაცემებზე, რომლებიც ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებებისა და სათბური აირების, და, ასევე, ეკონომიკური სექტორის გავლენის შეფასებაზე. გარდა ამისა, ESA შეჯიბრის გამარჯვებულების შესარჩევად გამოყოფს დედამიწის შემსწავლელ ექსპერტებსა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ EuroDataCube-ს.
დამატებით, JAXA ხელმისაწვდომს ხდის თავისი სატელიტური მისიებით დედამიწის დაკვირვების მონაცემებს, ALOS-2-ის, GOSAT-ის, GOSAT-2-ის, GCOM-C-ის, GCOM-W-ისა და GPM/DPR-ის ჩათვლით.
საქართველოში ჰაკათონი ჩატარდება ორ ეტაპად - დატათონ-ბუთქემფი და გლობალური ჰაკათონი.
29 მაისს გაიმართება ვირტუალური დატათონ-ბუთქემფი ქართველი მონაწილეებისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები და მენტორები დაეხმარებიან მონაწილეებს გლობალური ჰაკათონისთვის მომზადებაში მონაცემების გამოყენების, სქრეიფინგის, ვიზუალიზაციის და სხვა ამგვარი საკითხების შესახებ გამოსვლებითა და ვორქშოპებით. მონაწილეები შეძლებენ, წარადგინონ თავიანთი პროექტები და გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს (3000 ლარამდე).
30-31 მაისს მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას გააგრძელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან.
ჯილდო გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულებისთვის მოიცავს ვიზიტს NASA-ში გამარჯვებული პროექტების წარსადგენად და იძლევა NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
მონაწილეების რეგისტრაცია უკვე ღიაა: დატათონ-ბუთქემფი: https://forms.gle/G7EN7CXc4gPJCJ8a6
გლობალურ ჰაკათონი: https://covid19.spaceappschallenge.org/auth/signup/
ღონისძიების მინი-კონფერენციის ფარგლებში ასევე მოისმენთ არაერთ საინტერესო სპიკერს!
ჰაკათონის დაწყების წინა დღეებში თქვენ შეძლებთ, ჩათის მეშვეობით, ისაუბროთ სხვა მონაწილეებთან და იპოვოთ გუნდის წევრები ჩვენს ონლაინ chat room-ებში.
საქართველოში პროექტი Tbilisi Startup Bureau-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni-ს ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) და ბილაინი - Beeline-ის მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები კი არიან სექტორი 3 • Sector 3 და Prodemos • პროდემოსი.
ქომიუნითი პარტნიორები არიან DataFest Tbilisii, Zoomout • ზუმაუთი და Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი.
მედია პარტნიორები არიან Forbes Georgia, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და Marketer.ge.