2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია

დომენური სახელების რეგისტრატორმა კომპანიამ Domenebi.ge 2 წლის საქმიანობა შეაჯამა.

2020 წლის მაისის მდგომარეობით, კომპანია 10000-მდე დომენურ სახელსა და Gmail Suite საფოსტო ანგარიშს ემსახურება. Domenebi.ge ამ მაჩვენებლით .GE დომენის უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია საქართველოში.

კავკასუს ონლაინის დაკვეთით, 2019 წლის ბოლოს ეისითის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Domenebi.ge მომხმარებელთა მიერ დასახელდა .GE დომენის საუკეთესო რეგისტრატორად ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა „დომენის რეგისტრაციის ინსტრუქციის სიმარტივე“ და „დომენის მართვის პანელში ცვლილებების შეტანის სიმარტივე“.

„მოხარული ვარ მომხმარებლის მიერ ჩვენი ვებგვერდის მაღალი შეფასებით და მინდა კომპანიის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო ეს აღიარება. Domenebi.ge-სთვის .GE დომენური სახელების რეგისტრაცია და დომენებთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები კვლავაც რჩება საქმიანობის ძირითად სფეროდ და კომპანია გეგმავს განაგრძოს ინვესტიციები მომსახურების კიდევ უფრო გასამარტივებლად და ახალი შესაძლებლობების დასანერგად“ – განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლევან კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ Domenebi.ge არის კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტებული რეგისტრატორი, რომელიც .ge .com.ge .org.ge .edu.ge .school.ge და სხვა გაფართოების დომენურ სახელებს არეგისტრირებს. კომპანიის კლიენტები არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე მცირე და მსხვილი ბიზნესები, ინტერნეტ ჯგუფები, სტარტაპები, ონლაინ მაღაზიები, ბანკები, უნივერსიტეტები, საელჩოები და უცხოური კომპანიები.

(R)