როდიდან გაიხსნება ტრანსპორტი, რესტორნები და მოლები - თარიღები ცნობილია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართუილ ბრიფინგზე შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპები დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს კონკრეტული წესების დაცვით მოხდება. კერძოდ, ტრანსპორტში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

ამასთან, როგორც გახარიამ დააანონსა, ორშაბათიდან 1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები გაიხსნება.

8 ივნისიდან კი რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ასევე 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც ექნებათ ნებართვა. ასევე 8 ივნისიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

თაია არდოტელი