ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აგრძელებს საკუთარ სტუდენტებზე, მომავალ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე ზრუნვას და მათ კომპანია „სინტაქსთან“ თანამშრომლობით, კიდევ ერთ საინტერესო და საჭირო კურსს სთავაზობს.
Microsoft Office 365-ის კოლაბორაციული საშუალების გამოყენება თანამედროვე სამუშაო გარემოში – რა ხელსაწყოებით ხდება თანამშრომლების, ორგანიზაციაში არსებული სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა – სწორედ ეს არის კურსი, რომელიც BTU-ს მაგისტრანტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და იმ კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე აპირებენ ჩაბარებას.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა მიიღოს:
· ზოგადი ინფორმაცია თუ რატომ არის საჭირო IT გადაწყვეტილებები/უპირატესობები
· თანამედროვე სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ორგანიზაციებში
· ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იყოს დანერგილი კომპანიაში
· კონკრეტულ პროდუქტებთან და გადაწყვეტილებებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
· ცოდნა თანამედროვე სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ოგანიზაციებში და შეძლოს მუშაობა მსგავს ციფრულ, კოლაბორაციულ ინსტრუმენტებთან
კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეს ეცოდინება:
რა IT ინფრასტრუქტურით არის შესაძლებელი სხვადასხვა ინდუსტრიის პრობლემის გადაჭრა. რა არის Office 365-ი, რა სახის სერვისებისგან არის დაკომპლექტებული და რა ამოცანების გამარტივება შეიძლება აღნიშნული გადაწყვეტილებებით. რატომ მუშაობენ გაყიდვები და მარკეტინგი ერთად. რა რუტინული საქმეები არსებობს აღნიშნულ სფეროში და როგორ უშლის ის გაყიდვების ზრდას კომპანიაში. რა IT გადაწყვეტილება არსებობს. რა დაბრკოლების/პრობლემის წინაშე შეიძლება იდგას კომპანიის IT დეპარტამენტი, როგორ უშლის კომპანიის განვითარებას ხელს აღნიშნული დეპარტამენტის გაუმართავად მუშაობა. რა გადაწყვეტილება არსებობს.
კურსი 6 საათიანია და 2 საათიანი ონლაინ შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს 3 კვირის განმავლობაში ჩატარდება. კურსს წაუძღვებიან სალომე ქვლივიძე და ლაშა ქვლივიძე. ტრენინგი მოიცავს თეორიულ ლექციას ვებინარის ფორმატით, პრაქტიკულ სამუშაოსა და გუნდურ დავალებებს.