კობა გვენეტაძე - ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ რაც ეკონომიკამ გახსნა დაიწყო, სესხების გაცემა ჩქარდება

ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ რაც ეკონომიკამ გახსნა დაიწყო, სესხების გაცემა ჩქარდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. ამასთან, ბანკების სესხების დაფარვის გადავადების შეთავაზებასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა კომერციულმა ბანკებმა იმუშაონ დაზარალებულ მომხმარებლებთან და არ შეფერხდეს ახალი სესხების გაცემა.

„ქვეყნის საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა ამ შოკს. მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები. ეს ამავე დროს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორს აქვს რესურსი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არა მარტო გაუმკლავდეს ამ სირთულეებს, არამედ გარკვეული შეღავათები გაუკეთოს მომხმარებლებს. სწორედ ამის გამო გახდა შესაძლებელი ის გადავადების 3 თვიანი აქცია, რომლიც ისევ მიმდინარეობს,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, გადავადების პირველი ეტაპისთვის საცალო-საკრედიტო პორტფელის 75%-ზე მეტი გადავადდა და 600 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა ამ გადავადებით.