გიორგი გახარია - ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა

ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას.“

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, იყო ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში კონტროლის ქვეშ აეყვანა. ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა, არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას. ვერავინ ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შემდეგ, ეტაპობრივად ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.