დარწმუნებული ვარ, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა განაპირობა ლიკვიდურობის საკითხმა და გაზრდილმა რისკებმა, თუმცა უკვე შეინიშნება საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
„საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ როგორც შეინიშნებოდა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, დღეს უკვე შეინიშნება კლება საპროცენტო განაკვეთების ლარის რესურსებზე, რაც გარკვეულწილად იმის შედეგია , რომ ჩვენ მყისიერად ავამოქმედეთ ლიკვიდურობის მიწოდების ინსტრუმენტები. ამ სიტუაციაში ბუნებრივია, რომ საკრედიტო რისკები გაზრდილია, საკრედიტო რისკის შემცირებას მეტი დრო დასჭირდება და დარწმუნებული ვარ, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება,“-აღნიშნა გვენეტაძემ.