„ორ თვეში პოტენციურად 50 მლნ ლარი დავკარგეთ“

ორ თვეში პოტენციურად 50 მლნ ლარი დავკარგეთ,“ - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კონკრეტულად მისი თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მიღებული ფინანსური ზარალი სერიოზულია და ამ ორი თვის განმავლობაში, რა დროსაც მაღაზიები დაკეტილი იყო, პოტენციურად 50 მლნ ლარის მიღება შეეძლოთ.

ამასთან, როგორც მაღალაშვილმა განაცხადა, ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან ყველა მაღაზია და სავაჭრო მოლი გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას.

მისივე თქმით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სავაჭრო ცენტრების შესასვლელში იქნება დეზობარიერი, ხელის სანიტაიზერი, მოხდება დისტანციის დაცვა, ასევე მომხმარებლები და თანამშრომლები იქნებიან პირბადით აღჭურვილნი.

თაია არდოტელი